შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილში, ველურ ბუნებაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი გაუშვეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრინველების ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა.
ღონისძიების მიზანია გნოლისა და კაკბის პოპულაციების გამრავლება, მათი ბუნებრივ გარემოში გავრცელება და ველური ფაუნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა.
კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.
ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალური ფრინველების გამრავლებასა და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას აფინანსებენ.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა.
