სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს მიულოცა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას.
დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთებისა და ტრადიციული კულინარიის გამოფენა, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
