გორის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი ესაზღვრება, აღმოსავლეთით კასპის, სამხრეთით - ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით კი ქარელის მუნიციპალიტეტი. გორის მუნიციპალიტეტის ფართობი 2327 კმ2 - ია, მოსახლეობის რაოდენობა კი 144000 ადამინს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია - ქალაქ გორი. თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია ადმინისტრაციული ერთეულები.
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: ბერბუკის, კარალეთის, შავშვების, მეჯვრისხევის, მერეთის, სკრის, ტირძნისის, ტინისხიდის, ვარიანის, ქვახვრელის, შინდისის, ძევერის, ზეღდულეთის, ახალუბნის, ატენის, ნიქოზის, მღებრიანის, საყავრის, ბოშურის, ტყვიავის და ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულები.
გორის მუნიციპალიტეტი წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით, წარმომადგენლობითი ორგანო ანუ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 15 მაჟორიტარი და 20 პროპორციული წესით არჩეული წევრისგან. აღმსარულებელ ორგანოს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელიც 9 სტრუქტურული ერთეულისაგან შედგება, აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს პირდაპირი წესით არჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელი.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულად და გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს ადგილებს. სწორედ გორიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში, VII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი, რომელიც მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზეა აშენებული.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე, რომელიც VII საუკუნით თარიღდება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელ ელინისტურ ხანაში (ძველიწელთაღრიცხვით IV საუკუნისდასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო იქცა.