0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტი

გამგეობის ვებ-გვერდი

მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში შიდა ქართლის ვაკეზე. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება გორის, დასავლეთით-ხაშურის, ჩრდილოეთით-ზნაურის და სამხრეთით ბორჯომის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობი – 687,9 კმ2 მოსახლეობის რაოდენობა – 55 285 კაცი

ქარელის მუნიციპალიტეტის ახლანდელი ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1930 წლიდან კი გორისა და ხაშურის რაიონში, ხოლო 1939 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო. 1963-64 წწ. ისევ შეუერთეს ამ რაიონებს. 1965 წლიდან კი ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა ახლანდელ საზღვრებში.

ქარელის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის ერთი რაიონული ცენტრი და 82 რეგისტრირებული სოფელი, რომელიც გაერთიანებულია 18 ადმინისტრაციულ ერთეულში.

ადმინისტრაციული ცენტრია ქარელი, ადმინისტრაციული ერთეულებია: ურბნისი, რუისი, აგარა, ბებნისი, კეხიჯვარი, ხვედურეთი, ახალსოფელი, მოხისი, დვანი, ზღუდერი, ბრეძა, ფცა, დირბი, ბრეთი, აბისი, ავლევი, გიგანტი.

მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ძამა, დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთი ფრონეები. ქარელის მუნიციპალიტეტში ძირითადად საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგებია: გადამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.  ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს აგარის შაქრის ქარხანა და კვების მრეწველობის საწარმოები.

სოფლის მეურნების წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მეჭარხლეობა, მებოსტნეობა-მებახჩეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა და სხვა.

აქ გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი მაგისტრალი და საავტომობილო გზები.

ქარელი ისტორიულ წყაროებში იხსენიება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან, ხოლო ქარელი, როგორც განვითარებული საქალაქო ცენტრი უკვე  XVI-XVII სს. მოიხსენიება. დღევანდელი ქარელის  უდიდესი ნაწილი ციციშვილების სათავადოში-საციციანოში შედიოდა, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სამხედრო-პოლიტიკური, აღმშენებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო, მეცნიერი დასამედიცინო მოღვაწე „სამკურნალო წიგნი კარაბადინი“-ს ავტორი: ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი. ქარელი ცნობილია მრავალი იტორიული ფაქტით: რუის-ურბნისის საეკლესიო კრება 1103 წელს, არადეთის ბრძოლა - 1483 წელს და სხვა.

ქარელის მუნიციპალიტეტში 35 სახელმწიფო საჯარო სკოლა და 1 კერძო სკოლა-გიმნაზია, საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 1 ცენტრალური ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმია.

ქარელში მდებარეობს არქიტექტურის და კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები: მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი, სამწევრისის ეკლესია, ყინწვისის კომპლექსი, ასულობით მოქმედი ეკელსია-მონსტრები, ისტორიული სოფლები რუისი და ურბნისი. მდინარე ძამის ხეობაში აღსანიშნავია ქოზიფას, ორხევის, ორთუბნის, ძაძვის სამონასტრო კომპლექსები. ასევე, ბატეთის ულამაზესი ბუნებრივი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 1313 მ.  სიმაღლეზე მდებარეობს.

მდინარე ხვედურულას ხეობაში მდებარეობს ე.წ წითელი ქვების ჩანჩქერი, თრეხვის ქვაბები, სადაც აღმოჩენილია ლეონტი მროველისეული ქვაჯვარი. შოთას წყარო და სხვა.

Top