საქართველოს მთავრობის
დადგენილება №308
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანდართული დებულება.
მუხლი 2
სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, ამ დადგენილების მიღებიდან 60 დღის ვადაში, უზრუნველყონ დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ადმინისტრაციების სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება, ხოლო რეორგანიზაციის დასრულებამდე იხელმძღვანელონ „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებით.
მუხლი 3
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებამდე, განისაზღვრება „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლი – ამ დადგენილების მე2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი