აწარმოე საქართველოში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
შეღავათიანი აგრო-კრედიტი
აგროსექტორით საბანკო სისტემის დაინტერესება და მათი პროექტში ჩართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევაა, რამაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითრებისთვის გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. დღეისათვის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ 12 ბანკი და 2 სალიზინგო ორგანიზაციაა ჩართული. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი.
აგროდაზღვევა
აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აღჭურვის პროგრამა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას განახორციელებს.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ფერმერები და გლეხები სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ იღებენ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს; პროგრამის ფარგლებში დამზადდა საბანკო ბარათი, ე.წ. „აგრობარათი“. სამწლიანი პროგრამის განხორციელების შედეგად, პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდათ.
დანერგე მომავალი
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ახალი გადამამუშავებელ და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება ემსახურება სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
პროექტის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.
C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს – დაავადების გამოვლენას (ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია) და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.