0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სიმბოლიკა

ქალაქი გორი - შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან (დედაქალაქიდან) 76 კმ. გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,9 °C, იანვარი −1,2 °C, აგვისტო 22,5 °C. ნალექები 585 მმ. წელიწადში. ამჟამად მოსახლეობა 49,5 ათასს კაცს შეადგენს (2002 წ.). გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნების შედეგად გორის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო 15 წევრის შემადგენლობით (10 – პროპორციული წესით და 5 – მაჟორიტარული წესით).  

გორის მუნიციპალიტეტში, როგორც შიდა ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრში განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით: სოფლის მეურნეობა, შიდა მეურნეობის გადამუშავება, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, სხვა მომსახურება. ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. სამშენებლო ორგანიზაციები და სავაჭრო ობიექტები. მოსახლეობის რაოდენობა 54 700 კაცი (2014 წელი).

გორის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთით  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი ესაზღვრება, აღმოსავლეთით კასპის, სამხრეთით - ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტები,  დასავლეთით კი ქარელისმუნიციპალიტეტი. გორის მუნიციპალიტეტის ფართობი 2327 კმ2 - ია ,  მოსახლეობის რაოდენობა კი  144000 ადამინს  შეადგენს.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია - ქალაქ გორი. თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია  ადმინისტრაციული ერთეულები.

გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულებია: ბერბუკის, კარალეთის, შავშვების, მეჯვრისხევის, მერეთის, სკრის, ტირძნისის, დიცის, ტინისხიდის, ვარიანის, ქვახვრელის, შინდისის, ძევერის , ზეღდულეთის, ახალუბნის, ატენის, ნიქოზის, მღებრიანის, საყავრის, ბოშურის , ტყვიავის და ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულები. 

გორის მუნიციპალიტეტი წარმოდგენილია  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით, წარმომადგენლობითი ორგანო ანუ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 15 მაჟორიტარი და  20 პროპორციული  წესით არჩეული წევრისგან. აღმსარულებელ ორგანოს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა,  რომელიც 9 სტრუქტურული ერთეულისაგან შედგება, აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს პირდაპირი წესით არჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში შიდა ქართლის ვაკეზე. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება გორის, დასავლეთით-ხაშურის, ჩრდილოეთით-ზნაურის და სამხრეთით ბორჯომის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობი – 687,9 კმ2 მოსახლეობის რაოდენობა – 55 285 კაცი

ქარელის მუნიციპალიტეტის ახლანდელი ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1930 წლიდან კი გორისა და ხაშურის რაიონში, ხოლო 1939 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო. 1963-64 წწ. ისევ შეუერთეს ამ რაიონებს. 1965 წლიდან კი ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა ახლანდელ საზღვრებში.

ქარელის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის ერთი რაიონული ცენტრი და 82 რეგისტრირებული სოფელი, რომელიც გაერთიანებულია 18 ადმინისტრაციულ ერთეულში.

ადმინისტრაციული ცენტრია ქარელი, ადმინისტრაციული ერთეულებია: ურბნისი, რუისი, აგარა, ბებნისი, კეხიჯვარი, ხვედურეთი, ახალსოფელი, მოხისი, დვანი, ზღუდერი, ბრეძა, ფცა, დირბი, ბრეთი, აბისი, ავლევი, გიგანტი.

კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს  საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში მდინარე მტკვრის ორივე მხარეს,  ზღვის დონიდან  560 მეტრზე და მოიცავს ლეხურის, თეძამის, კავთურის და ნაწილობრივ ქსნის ხეობებს.

მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდლოეთით აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით - თრიალეთის ქედი. უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080 მეტრი ზღვის დონიდან). 

მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუპტროპიკული ჰავაა, ზაფხული  გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 11.40,C0,  შესაძლებელი მაქსიმუმია 38 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი 5 C0.  კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით გორის, სამხრეთით თეთრიწყაროს და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით - დუშეთის   და ახალგორის მუნიციპალიტეტები. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 829, მათ შორის ქალაქად 15 896, ხოლო სოფლად 35 933 კაცს.

ხაშურის მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კმ2 და საქართველოს მთლიანი ფართობის 0,84 %-ს შეადგენს. აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით და დასავლეთით - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფართობი - 585.2 კმ². მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე 118 კილომეტრია. მანძილი დედაქალაქიდან ხაშურამდე 120 კმ, ხოლო რეგიონული ცენტრიდან 47 კმ. მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული.

ძირითადი მდინარეები არის მტკვარი და სურამულა, რომლებიც კვეთენ მუნიციპალიტეტს. მცენარეული საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრებული.

ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო გამგეობა. მუნიციპალიტეტში არის ერთი საქალაქო (ხაშური), ერთი სადაბო (სურამი) და 11 სასოფლო ადმინისტრაციული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), რომელთა შემადგენლობაშიც კიდევ 84 სოფელი შედის. მოსახლეობა 65 ათასამდეა, მისი ძირითადი ნაწილი ქალაქსა და დაბაში ცხოვრობს. 

Top