0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რეგიონის ტურისტული პოტენციალის მიმოხილვა

შიდა ქართლის ტურისტული  პოტენციალი,  კულტურული და ისტორიული-გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ტბები,ჩანჩქერები,ხელუხლებელი ბუნება; უძველესი საერო და საკულტო ძეგლები - ეს იმ შესაძლებლობების არასრული ჩამონათვალია,რომელითაც შიდა ქართლს გამორჩეული ადგილი უკავია ქვეყნის ტურისტულ რუკაზე.  რეგიონი იყოფა გორის,ქარელის,ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებად. თითოეული რაიონს გააჩნია საკუთარი ნიშა,რომლიც თავის მხრივ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან კონტრიბუციას წარმოადგენს. შიდა ქართლის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ანტიკური ხანის და კიდევ უფრო ძველი ნივთიერი წყაროებია აღმოჩენილი, რაც იმას ადასტურებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ. აღმოჩენილი მასალები დაცულია გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ უნიკალურ მუზეუმს წარმოადგენს, დაცული ექსპონატების სიძველითა და მნიშვნელობით. გორში მდებარეობს სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. შიდა ქართლი გამოირჩევა ნოყიერი მიწით და მდიდარი აგრარული პოტენციალით. განვითარებულია მეხილეობა, თუმცა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მებოსტნეობა-მევენახეობასაც აქტიურად მისდევს. შესაბამისად, რეგიონს გააჩნია აგროტურიზმის შესაძლებლობა, თუმცა მოცემულ სიტუაციაში აღნიშნული სფერო, შიდა ქართლის ვიზიტორთა  ინტერესს ნაკლებად იწვევს. ამის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით კი გორის მუნიციპალიტეტში, აქტიურად იკიდებს ფეხს ე.წ ღვინის ტურები. ამ მხრივ გამორჩეულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ატენი, სადაც არაერთ ადგილობრივს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ღვინის ტრადციული მარნები აქვს მოწყობილი და ტურისტებსაც აქტიურად მასპინძლობენ ადგილობრივი, უნიკალური ჯიშებისგან მიღებული ღვინით.

 

 

 

 

მიმაგრებული სურათები

Top