0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გლეხები მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამით კმაყოფილნი არიან
წყარო: რეზონანსი
26 თებერვალი 2016

მცირემიწიანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება უკვე დაიწყო. გლეხების მიწების უფასოდ დამუშავების შესაძლებლობა წელსაც ექნებათ, ამასთანაცე პროექტის ფარგლებში ფერმერები სოფლად მოსავლიანობის გასაზრდელად მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო საქონელს: სასუქს, სათესლე მასალას, მცენარეთა მოვლის საშუალებებს და ნერგებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მიწების დამუშავების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვისნ სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტი 3 წლიანი იყო თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იგი მე-4 წელსაც გაგრძელდა.

მიმაგრებული სურათები

Top