0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხაშურის 28 000-მდე მაცხოვრებელი ცენტრალიზებული სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი
ხაშურის 28 000-მდე მაცხოვრებელი ცენტრალიზებული სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი
26 ნოემბერი 2018

ხაშურში წყალმომარაგება-წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაგეგმილი პროექტები მოსახლეობას კომპანიის მენეჯმენტმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან, სიმონ ნოზაძესთან და ქალაქის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთდ გააცნო. ამ დროისთვის, ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები მოძველებულია, სასმელი წყლის ქსელის 90% კი ამორტიზებული, მოსახლეობას წყალი საშუალოდ 6-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. შეხვედრისას მოსახლეობას იმ სამუშაოების მოცულობაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც კომპანია, ქალაქის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საპროექტო მომსახურების სამუშაოები. პროექტის დასრულების შედეგად, 28 000-მდე ადამიანი ცენტრალიზებული სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქს გამართული წყალარინების ქსელი მოემსახურება. გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. გუბერნატორმა და კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.


Top