0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ახალი საჯარო სკოლა შენდება
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ახალი საჯარო სკოლა შენდება
News contains an attached video
11 ივნისი 2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ბიუჯეტი, ჯამში, მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება. 90 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ასევე, მოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი. ,,ქერეში საჯარო სკოლის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია ერთის მხრივ, რომ სკოლა საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და აქამდე მოსწავლეებს მეზობელი სოფლის სკოლაში უწევდათ სიარული და მეორეს მხრივ, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რასაც აღნიშნული პროექტი ხელს ნამდვილად შეუწყობს.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

მიმაგრებული ვიდეო


Top