0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება გრძელდება
01 ივლისი 2014

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში გაზიფიცირდება შემდეგი სოფლები: ერგნეთი, ახალუბანი, ქორდი, არბო, ხურვალეთის დევნილთა დასახლება, მერეთი, ზეღდულეთი, ზარდიაანთკარი, გუგუტიანთკარი, კოშკა, კარბი, ქერე, ბერშუეთი, კირბალი, ქვემო სობისი და ზემო სობისი. სულ გაზიფიცირდება 3766 კომლი. პროექტის მეორე ეტაპზე გაზიფიცირდება გორის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე 17 სოფელი: აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცაგიანთკარი, ახრისი, ქვეში, ქვემო არცევი, ხურვალეთი, წითელუბანი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, დიცი, ქვემო ხვითი, ფლავი, ფლავისმანი და მეჯვრისხევი. გორის მუნიციპალიტეტებში პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების დაწყება დაგეგმილია ივლისის ბოლოს. სულ გაზიფიცირდება 5033 კომლი. ჯამში პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში ბუნებრივ აირს მიიღებს 8799 ოჯახი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირებისთვის, გამოიყო 19 მილიონი ლარი. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში, სულ გაზიფიცირდება 13 375 კომლი.სოფლის მოსახლეობას სახლამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად წლის ბოლომდე დაასრულებს.

Top