კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მოსული სეტყვის შედეგად ადგილობრივებს ვაშლისა და ყურძნის მოსავალი დაუზიანდათ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, ადგილზე დაათვალიერა დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ფერმერებს ვაშლის ჩაბარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო. კერძოდ, 10 სექტემბრიდან საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება იწყება, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით ხოვლელი ფერმერები სეტყვისგან დაზიანებული ვაშლის ჩაბარებას 8 სეტემბრიდან შეძლებენ. როგორც შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ზარალს შეისწავლის.
სეტყვისგან დაზარალებული ხოვლელი ფერმერები ხილის გადამამუშავებელ საწამოებში ვაშლის ჩაბარებას დღეიდანვე შეძლებენ
07 სექტემბერი 2021