0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა
სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა
News contains an attached video
27 სექტემბერი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
„სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 30 წელი გავიდა. 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. ამ ომს ჩვენი მრავალი თანამოქალაქისა თუ სამხედრო პირის სიცოცხე შეეწირა, გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, ჩენი ტერიტორიის დაბრუნებისა და ურთიერთობის აღდგენის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და რაც მთავარია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის.."- აღნიშნა რწმუნებულმა.
 
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს შეიარაღებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

მიმაგრებული ვიდეო


Top