მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილი ომის ვეტერანები მოინახულა
21 ოქტომბერი 2014
16 ოქტომბერს ქალაქ ფოთის სამედიცინო ცენტრში, უფასო ამბულატორიული გამოკვლევა 30-მდე ვეტერანს ჩაუტარდა. გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ რამდენიმე პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. ვეტერანები დაუყოვნებლივ სხვადასხვა კლინიკებში იქნენ გადაყვანილი.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, ელგუჯა ჯღარკავას, გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზი დაუდგინდა. ელგუჯა ჯღარკავა კლინიკა ,,გორმედ’’-ში გადაიყვანეს, სადაც მას ანგიოგრაფია ჩაუტარდა. ასევე, კლინიკა ,,გორმედ’’-ში მკურნალობს აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანი ნაური ჯიქია.
სამინისტროსა და კლინიკებს შორის გაფორმებული მემორანდუმი საოპერაციო ხარჯების, სტაციონარული მკურნალობისა და სარეაბილიტაციო პერიოდის საფასურის სრულ დაფარვას ითვალისწინებს.