ჩაბარებული ,,ნაქარი’’ ვაშლის ოდენობა 40 ათას ტონას გასცდა
20 ნოემბერი 2014
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება სექტემბერში დაიწყო. პროექტების ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 10 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.