29 ივნისს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერეს. დევნილების პრობლემებს ადგილზე ასევე გაეცვნენ მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და შიდა ქართლის დევნილთა სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე. მინისტრის ინფორმაციით შემოდგომაზე იგეგმება გორში 460 დევნილი ოჯახისათვის 4 კორპუსის აშენება, რაც ჯამში 8 სადარბაზოიანი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, უწყება თიღვის, ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 128 კოტეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. კარალეთის, სკრის, ხურვალეთისა და თელიანის დევნილთა ჩასახლებებში იატაკის აღდგენა–რეაბილიტაციის სამუშაოები ასევე უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება 124 კოტეჯს.
გუბერნატორის მოადგილე კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა
29 ივნისი 2015