20 წლის შემდეგ სოფელმა იმერხევმა ელექტოენერგია მიიღო
11 ივნისი 2013
ქარელის მუნიციპალტეტმა გამოყო.
პროექტის განხორციელება 2012 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.
„ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს მიეწოდა ინფორმაცია იმ სოფლების შესახებ, რომლებშიც წლებია დენის პრობლემაა. შესაბამისი კრიტერიუმების განხილვის შემდგომ გადაწყდა სწორედ იმერხევის პროექტის განხორციელება, რაც უდაოდ შეაჩერებს მიგრაციულ პროცესებს და ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას. სამწუხაროდ მსგავის პრობლებით შიდა ქართლში დარჩენილია კვლავ რამდენიმე სოფელი ოთხივე მუნიციპალიტეტში. მე იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაგრძელდება სამუშაოები, როგორც სახელმწიფოს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით,“ – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ.