0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

იოსებ ოქრომელიძე UNHCR-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
იოსებ ოქრომელიძე UNHCR-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
20 იანვარი 2017

შიდა ქართლის  გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე  საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR, the UN Refugee Agency) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს, იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის  დროსაც განხილულ იქნა რეგიონში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობა, არსებული ვითარება და მათი საჭიროებები. მხარეებმა ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ამავდროულად, საუბარი შეეხო UNHCR-ს საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰუმანიტარულ პროექტებს. იოჰანეს ფან დერ კლაუსმა მზაობა გამოთქვა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე, ხელი შეუწყოს ახალ და საჭირო პორექტების განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება  დევნილების ცხოვრების პირობების გაუმჯოებესებისა და ინტეგრაციასკენ. თავის მხრივ, რწმუნებულმა ისაუბრა  რეგიონში არსებულ პროექტებზე, გააცნო გორში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც 2017 წლისთვის დასრულდება და რომლის ფარგლებშიც  500–ზე მეტი დევნილი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ბინით.  მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მიმაგრებული სურათები


Top