0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 4 ჰექტარით გადმოწიეს
08 ოქტომბერი 2013

თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ,, ე.წ. საზღვრის გადმოწევა მოხდა რამდენიმე კვირის წინ, საქმის კურსშია ადგილობრივი და ასევე ცენტრალური ხელისუფლებაც ალბათ. ე.წ. საზღვრის მიღმა მოექცა კონკრეტული ოჯახის მიწა, ისეთი ოჯახის, რომლიდანაც ოთხივე ძმა ომში იბრძოდა. მათ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას. ამ ადამიანებს ჰქონდათ იმედი, რომ ალტერნატიული მიწის ფართს მისცემდნენ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მავრთულხლართების გავლების საკითხი არ გასაჯაროებულა," აცხადებს ჩხეიძე. გუბერნატორის თქმით, ამ დროისათვის ადგილზე რუსი ოკუპანტები აღარ მუშაობენ და ე.წ. საზღვრის გავლება შეწყვეტილია, თუმცა სოფლის ადგილმდებარეობის გამო რუსების საგუშაგო აკონტროლებს სოფელს. ,,სოფელ აძვს, იქ სადაც მავრთულხლართებია გავლებული ზედა მხრიდან ესაზღვრება ოსური სოფელი ზემო არცევი, სადაც რუსების საგუშაგოა და იქიდან გადმოჰყურებენ სოფელს. ეს არის ქართული ტერიტორიების მოპარვა, რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგიონში ასე მიტაცებულია 4 000 ჰექტარზე მეტი მიწა,“- აცხადებს ჩხეიძე.

Top