0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ზურაბ რუსიშვილმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
31 დეკემბერი 2013

გორის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ კიდევ რამდენიმე სოციალური კატეგორიის მქონე ოჯახებსა და მოქალაქეებს დაეხმარება. საახალწლო სოციალური ღონისძიებების დასაფინანსებლად 18 960 ლარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის №1-946 ბრძანებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. აღნიშნული თანხით 20 ლარის ღირებულების საახალწლო პაკეტებსა და 200 ლარიან ფულად დახმარებას 7 კატეგორიის 62 ოჯახი და 274 პირი მიიღებს. 5360 ლარის ღირებულების სურსათისა და ტკბილეულის პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უსინათლოებსა და სოციალურად დაუცველ არასრულწლოვან ბავშვებს დაურიგდება, ფულადი დახმარება 13 600 ლარის ოდენობით განკუთვნილია მრავალშვილიანი ოჯახების (5 და მეტი შვილი), დედ-მამითი ობოლი ბავშვების, სამშვიდობო ოპერაციების დროს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისა და გორის 17 საპატიო მოქალაქისათვის.

Top