0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხაშურში ახალი ბანას მშენებლობა იწყება
ხაშურში ახალი ბანას მშენებლობა იწყება
News contains an attached video
18 ივლისი 2017

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება. ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას, რომელიც სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე - საგანმანათლებლო და კულტურული კერა. ახალი ბანას საგანმანათლებლო ცენტრში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სასწავლო და სამეცნიერო შეხვედრებს გამართავენ და შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. სასწავლო პროცესის და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ ახალი ბანას ტაძარი და დაესწრონ ღვთისმსახურებას, გაეცნონ მონასტრულ ცხოვრებას და მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში. ხაშური-სურამის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა პატრიარქსა და პრემიერს საჩუქრად ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

მიმაგრებული ვიდეო


Top