0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

EUMM–ის მონიტორები მედლებით დაჯილდოვდნენ
EUMM–ის მონიტორები მედლებით დაჯილდოვდნენ
18 მაისი 2018

გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2018 წლის რიგით პირველი მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია ანთელვა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მონიტოებს გაწეული სამსახურისთვის მედლები და დიპლომები გადასცეს. ღონისძიებას ევროკავშირის ქვეყნების ელჩები და მისიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ასევე, მოწვეული იყვნენ სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მედლების გადაცემის დასასრულს გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი. ელჩებისა და მისიის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით კი ისინი მუშაობას სამომავლოდაც გააგრძელებენ.

მიმაგრებული სურათები


Top