0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ანდრო ბარნოვი ,,აფხაზეთს" სტუმრობდა
22 თებერვალი 2013

ორგანიზაციის საქმიანობის დეტალურად განხილვის შემდეგ ბარნოვმა განაცხადა, რომ ის კომბინირებულ პროექტებს დაუჭერს მხარს, რაც ბენეფიციარ თემებში საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სოციალური პროექტების ერთდროულ განხორციელებას გულისხმობს. გუბერნატორი და "აფხაზეთის" ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაციის სამომავლო სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში დიალოგს გააგრძელებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა გუბერნატორს გორში სოციალური ცენტრის გახსნის იდეაც გააცნეს, სადაც დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საშუალება ექნებათ ახალ პროფესიებს უფასოდ დაეუფლონ, გაიარონ პრაქტიკა კვალიფიციურ სპეციელისტებთან, მოიგონ გრანტები, ისარგებლონ შეღავათიანი სესხებით, რაც საბოლოოდ რეალური შემოსავალს გაუჩენს მათ. ცნობისთვის, ცენტრი "აფხაზეთი" გორში მეშვიდე წელია, ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე მათ განხორციელებული აქვთ სხვადასხვა სახის პროექტები იძულებით გადაადგილებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, ეკონომიურად შეწირვებული ადამიანები, ბავშვებისთვის. როგორიცაა ქველმოქმედება, მცირე ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდების დაცვა, თემის მონაწილეობისა და ადვოკატირება და სხვა.

Top