შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოგოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. რწმუნებულმა ელჩს შიდა ქართლის, კერძოდ კი გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
უკრაინის ელჩი სამხარეო ადმინისტრაციას სტუმრობდა
13 აპრილი 2018