0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცეს
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცეს
17 ოქტომბერი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლება სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შემკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ასევე, შეხვდნენ ადგილზე შეკრებილ ვეტერანებს, მიულოცეს ვეტერანების დღე და მათი საჭიროებები მოისმინეს.
 
აღსანიშნავია, რომ გორის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებულ ვეტერანებს (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 1000 ლარს გადასცემს. გარდა ამისა, მერიამ დააფინანსა მათი სარეაბილიტაციო კურსიც საზღვაო კურორტზე. ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, ასევე, სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა.
 
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 2014 წლის 17 ოქტომბერს „ვეტერანების დღე“ დაარსდა.

Top