მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა. ამ დღის აღნიშვნას შიდა ქართლის რეგიონიც შეუერთდა და გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები მოეწყო.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებისა და შიდა ქართლის ტურისტული კავშირის - „მეგზური“ ერთობლივი ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული მიმართულებით მიღწეულ შედეგბზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ხაშურის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, ადგილობრივი მეწარმე და შემოქმედ ხელოვან ქალთა ხელნაკეთი ნივთების/ პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.