0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში დიალიზის ცენტრი გაიხსნა
კასპში დიალიზის ცენტრი გაიხსნა
15 ოქტომბერი 2024

კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება.

ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეიდან კი, შესაძლებლობა აქვთ, სერვისით, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ.

დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს, სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ამ მიმართულებით, სამინისტრო, კერძო სექტორთან, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს. მინისტრთან ერთად ცენტრის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ. რწმუნებულის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, რომლებსაც აქამდე სხვა ქალაქებში უწევდათ სამედიცინო მომსახურების მიღება, ამიერიდან ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ პროცედურების ჩატარებას.

კასპში მდებარე დიალიზის ცენტრი, ყოველდღიურად, 36 ბენეფიციარს მოემსახურება, მათ შორის არის, ახალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, იზოლირებული კაბინეტი, ინფექციური პაციენტებისათვის.

დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, ემსახურება.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, სერვისის მიმწოდებელი 50 სამედიცინო დაწესებულებაა, რომლითაც 2800-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.


Top