0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
13 დეკემბერი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ხარაბაძის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
სხდომაზე 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შედეგები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა და ასევე, 2024 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულების საკითხები განიხილეს.
 
გარდა ამისა, სხდომაზე შეკრებილებმა ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ დაფინანსებული პროექტები. საუბარი შეეხო რეგიონის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმას.
 
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.

Top