წელს, შიდა ქართლში ვაშლის უხვი მოსავალი მოვიდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა დროულად შეძლონ ხილის რეალიზაცია. პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 1 კგ. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების ფასი 10 თეთრამდე გაიზარდა. შიდა ქართლის რეგიონში ასეთი 3 საწარმოა, აგარაში, კარალეთსა და გორში, საწარმოებმა ვაშლის მიღების პროცესი უკვე დაიწყეს. შიდა ქართლის გუბერნატორი სპირტისა და არყის გამოსახდელ საწარმო ,,გრადოში“ იმყოფებოდა და ვაშლი ჩაბარების პროცესს პირადად დაესწრო. გუბერნატორის თქმით, ფერმერებს საშუალება აქვთ ხილის ჩაბარება შეუფერხებლად განახორციელონ.
არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების ფასი რეგიონის სამ საწარმოში 10 თეთრამდე გაიზარდა
17 ნოემბერი 2018