0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლევან ხარაბაძე სურამში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ლევან ხარაბაძე სურამში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
15 აგვისტო 2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნენ. პირველ ეტაპზე პროექტი დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟისა და დამცავი კედლის მოწყობის, სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და გასახდელების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს.
 
საერთო ჯამში კი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება.
 
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 041 230 ლარს შეადგენს.

Top