0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლევან ხარაბაძემ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
ლევან ხარაბაძემ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
27 სექტემბერი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
„წელს 31 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემიდან. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მოუშუშებელი იარაა ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე, ათასობით ქართველმა კი აფხაზეთი იძულებით დატოვა და დევნილად იქცა. მნიშვენლოვანია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ აფხაზ თანამემამულეებთან ურთიერთობის აღდგენასა და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაში. ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს." - აღნიშნა რწმუნებულმა.
 
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს შეიარაღებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემით დასრულდა.

Top