გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
"თითოეულ კურსდამთავრებულს გილოცავთ უნივერსიტეტის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. თქვენ უკვე გაქვთ პროფესია, რომელიც თქვენი ქალაქისა და ზოგადად, ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოთ. ქვეყნის შენების პროცესში კეთილსინდისიერებასთან და პასუხისმგებლობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. განათლებული და პროფესიონალი კადრები სჭირდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. იმედი მაქვს, რომ შეძლებთ მიღებული ცოდნის რეალიზებას და უკეთესი მომავლის შენებაში თქვენი წილი წვლილის შეტანას. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს." - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „მაჩაბელი” მოხალისე სტუდენტების, სპორტსმენებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა.
წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს 245 კურსდამთავრებული ჰყავს.