0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ახალ გვირაბი გაიხსნა
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ახალ გვირაბი გაიხსნა
12 აგვისტო 2024

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
 
ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.
 
დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
 
ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო, ასევე, სავინტილაციო, პირდაპირი კავშირების და შეტყობინებების სისტემებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით.
 
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას.

Top