0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში, პროექტის ‘’აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
გორში, პროექტის ‘’აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
13 სექტემბერი 2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „გორი ინნ“-ისა და „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით სოციალური პროექტის_ "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა. ღონისძებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
სპორტულ ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა პარასპორტსმენებმა - ვახტანგ ახობაძემ, ლევან მახათაძემ, ირმა ზვერიაშვილმა, ნინო საბაშვილმა და გიორგი სვინტრაძემ. ასევე, ომის ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ონკოსაზოგადოების წევრებმა. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები_ გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გურული და მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე.
 
ღონისძიების ფარგლებში, გუნდური პრინციპით, ჩატარდა შშმ ვეტერანების, პარამკლავჭიდელებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების ინტეგრირებული შეჯიბრი მშვილდოსნობაში. ერთმანეთს დაუპირისპირდა 5 გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც, პარასპორტსმენებთან და ვეტერანებთან ერთად, აიასპარეზეს ტიტულოვანმა სპორტსმენებმა, ასევე, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
აღსანიშნავია, რომ პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" 5 მონაწილეს, პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ვახტანგ ახობაძეს, ლევან მახათაძეს, ირმა ზვერიაშვილს, ნინო საბაშვილს და გიორგი სვინტრაძეს პროექტის გენერალურმა სპონსორმა „აჭარაბეთმა“ ფულადი პრიზები გადასცა.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის 30-მუხლის იმპლემენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ თანასწორუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას.

Top