0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მინი ფეხბურთში მუნიციპალური პირველობა გაიმართა
მინი ფეხბურთში მუნიციპალური პირველობა გაიმართა
10 სექტემბერი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალური პირველობის ფინალურ მატჩს დაესწრო.
 
შეჯიბრების გამარჯვებული წმინდაწყლის (ჯარი) გუნდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები კი სადგურისა და ქვახვრელის გუნდებმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. შეჯიბრებაში 30 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
 
სპორტული ღონისძება „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გაიმართა, რომლის ინციატორიც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა, ხოლო ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი გორი არიან.
 
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ რეგიონული ეტაპი ჩატარდება, სადაც შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული გამოვლინდება.

Top