0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა
02 თებერვალი 2019

ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, მამუკა მერებაშვილმა 6 ჰა-ზე ვაშლის, ქლიავის და ატმის ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მდებარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე და შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე მეჯვრისხევში იმყოფებოდნენ და მამუკა მერებაშვილის ხეხილის ბაღი დაათვალიერეს. ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 45,100 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 32,700 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 12,400 ლარი, წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 6,347 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 34,261,096 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1,744 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Top