ზურაბ რუსიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ატენის სიონში შეხვდა
22 აპრილი 2014
ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით დღესასწაულს წინუძღვის 40 დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება და ვნების კვირა. მართლმადიდებლებისთვის ესაა ზეიმთაზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობისგან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა; შემდეგ ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად ვნებისდღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომას დღესასწაულის თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდმისგანგანცალკევებითდაკვირისბოლოს. ეს ხდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.