0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლევან ხარაბაძე დვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
ლევან ხარაბაძე დვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
10 ივნისი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში იმყოფებოდა. სოფელი დვანი სეტყვის შედეგად დაზარალდა, დაისეტყვა ხეხილის ბაღები და ნათესები, ასევე,  დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი. რწმუნებული ადგილობრივ მოსახლებას შეხვდა და ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას. როგორც ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, სპეციალური სამსახურები შეისწავლიან ზარალის ოდენობას და კანონმდებლობის ფარგლებში მოხდება მოსახლების დახმარება. აღსანიშანვია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც სტიქიური უბედურებებეით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

9 ივნისს მოსულმა სეტყვამ შიდა ქართლში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში 15-მდე სოფელი დააზარალა. 


Top