0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

დირბში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
დირბში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
24 სექტემბერი 2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საბავშო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩუტარდა. განახლებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სააღმზრდელო დაწესებულებას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე, მოპირკეთდა ეზო და დაიდგა ახალი ატრაქციონები. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და ჯამში, 860 000 ლარი შეადგინა.

საბავშვო ბაღში ამჟამად 4 ჯგუფი ფუნქციონირებს.


Top