0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ზურაბ რუსიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ატენის სიონში შეხვდა
22 აპრილი 2014

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით დღესასწაულს წინ უძღვის 40 დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება და ვნების კვირა. მართლმადიდებლებისთვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობისაგან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, შემდეგ ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. თავდაპირველად ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომას დღესასწაულის თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.

Top