ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბეკამის, ცოცხნარას, ბჯნისისა და აძვის მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრები სიმონ ნოზაძე და კობა კობალაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას. .
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.