0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 21 მასწავლებელია წარდგენილი
მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 21 მასწავლებელია წარდგენილი
31 ივლისი 2024

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გორის საგნამათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
"მინდა, დიდი პატივისცემით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს. თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდა თაობის განათლებას ასე თავდადებით ემსახურებით. პედაგოგობა დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც. თქვენ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს, შესაბამისად, თითოეული თქვენგანი საზოგადოების მიერ უნდა იყოს უაღრესად დაფასებული." - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
 
უკვე მეორე წელია მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. წელს, ისევე, როგორც შარშან, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული კომისიის მიერ, გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. წელს გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე 21 მასწავლებელია წარდგენილი.

Top