ერგნეთ-მამისაანთუბნისა და გორის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოტანიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ერგნეთში, სკოლის მიმდებარედ იფანისა და მუხის ნერგები დარგეს. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა მცირე ღონისძიებაც მოაწყეს და ქართულ-ოსური ცეკვები შეასრულეს.