0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
06 აგვისტო 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად სოფელ ქვენატკოცის, დაბა აგარისა და ქარელის #1 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიმდინარეობა დაათვალიერა.
 
ქარელისა და აგარის სკოლის შენობების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო ქვენატკოცის სკოლის რეაბილიტაციას განათლების სამინისტრო ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს.
 
შენობებს სრული განახლება უტარდებათ, იცვლება სახურავები, კარ-ფანჯრები, გაყვანილობები და მონტაჟდება ცენტრალური გათბობა. ასევე, მოეწყობა ეზოები და სპორტული მოედნები.
 
ქარელისა და ქვენატკოცის საჯარო სკოლებში სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აგარის სკოლაში მომავალ წელს დასრულდება.

Top