0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
01 აგვისტო 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბრეთსა და წვერში, ასევე ქალაქ ქარელში საბავშვო ბაღების სამშენებლო პროცესს გაეცნენ. შენობები თანამედროვე სტრანდარტების შესაბამისად შენდება, ასევე, იგეგმება ეზოების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ბრეთისა და წვერის საბავშვო ბაღები 75 აღსაზრდელზე იქნება გათვალისწინებული, ხოლო ქალაქ ქარელის საბავშვო ბაღი - 100 ბავშვზე. ჯამში, 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივი აღსაზრდელები სრულიად ახალი, უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.


Top