0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

განათლების მინისტრი გორელ სტუდენტებს შეხვდა
07 მაისი 2014

შეხვედრაზე ითქვა, რომ რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურის განვითარება, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, გორის სასწავლო უნივერსიტეტში , არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. ბოლო წლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა უნივერსიტეტების სასწავლო კორპუსებს და აღიჭურვა ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით, სასწავლო ლაბორატორიებით, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. მიმდინარე წელს კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, წიგნადი ფონდის შესავსებად, 9 000 ლარი გამოუყო. იგეგმება ადმინისტრაციული კორპუსის რეაბილიტაციაც. თამარ სანიკიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: „შევამოწმეთ 2013 წლის მონაცემები და აღმოჩნდა, რომ რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობა საკმაოდ დაბალია , ამიტომ, სამომავლოდ, ეს საკითხი დღის წესრიგში რომ აღარ დადგეს, ვფიქრობთ, მიმდინარე წელს გამოსაცხადებელ პროგრამებში, გარკვეული კრიტერიუმები დავამატოთ, რითაც ხელს შევუწყობთ და ავამაღლებთ რეგიონული უნივერსიტეტების დაინტერესებას და უზრუნველვყოფთ მათ ჩართულობას სახელმწიფო პროგრამებში.“ ლადო ციცაგი (სტუდენტი): „ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ საკმაოდ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც საინტერესოა როგორც სტუდენტების, ასევე, სამინისტროსთვისაც. ესაა სტუდენტური დასაქმება,ასევე, სტუდენტური სტაჟირება, გაცვლითი პროგრამები. მე, პირადად, ამ ეტაპზე , ერთ – ერთი გაცვლითი პროგრამით ვსარგებლობ და განათლებას ესპანეთში ვეუფლები. საინტერესო და მისასალმებელი იქნება, თუ ასეთი პროგრამების განხორციელებაში სამინისტროც ჩაერთვება.“ გაცვლითი პროგრამებისა და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გარდა, საუბარი უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიკის მიმართულების განვითარებასაც დაეთმო.

Top