0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
News contains an attached video
19 თებერვალი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა გორში, შარტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

,,შარტავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და სულ მალე მოსახლეობა  განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. გარდა ამისა, წელს გორის მუნიციპალიტეტში 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მოიცავს საავტომობილო გზის მოასფალტებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და საფეხმავლო სივრცის მოწესრიგებას. პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

 

მიმაგრებული ვიდეო


Top