გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სურამსა და დვანში დაიტბორა ათამდე სახლის ეზო და ასევე, ქალაქ ხაშურში სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევამ გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა.
არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილზე გაეცნო. ,,უამინდობამ რეგიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სურამსა და ხაშურში ათამდე სახლის ეზო დაიტბორა, რომლის ამოტუმბვაც ამ დროისთვის უკვე დასრულდა. რაც შეეხება დვანს, დატბორილია ადიდებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია და სახლების ეზოები, არნიშნულ ლოკაციაზეც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
ადგილზე დილიდან მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია.