,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ" სააღდგომოდ შიდა ქართლის რეგიონს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისა და მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა. ამანათების დარიგების პროცესში მონაწილეობა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა მიიღო, გორში მცხოვრებ ოჯახებს პირადად ესტუმრა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან და დღემდე ერთობლივად არაერთი სოციალური აქცია განახორციელეს.